28 მარტიდან, გერმანიაში წამსვლელ პირებს თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ

28 მარტიდან გერმანიაში უცხოეთიდან წამსვლელ პირებს თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მგზავრებმა კორონავირუსზე ტესტი გამგზავრებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე უნდა ჩააბარონ. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში არ დაუზუსტებიათ, საუბარია PCR თუ ანტიგენურ ტესტზე.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი აღნიშნულ ტესტს არ წარადგენს, მას თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებენ.