ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო – სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი  ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა, პროცესებმა რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის გუშინ  დაიწყო, შედეგი გამოიღოს.

„გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში ესეთი მაღალი დონის ჩართვა ევროკავშირის, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი მოიაზრებს რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მათი გამოწვევაც არის და მათი პრობლემაც არის. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროცესმა, რომელიც გუშინ დაიწყო, გამოიღოს კონკრეტული შედეგები. ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ეს გვითხრა გუშინ ბატონმა მიშელმა, რომ თქვენი ქვეყანა რამდენიმე თვეში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთ და სწორედ, ეს იყო მისი მთავარი მოწოდება, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კრიზისი დავძლიოთ,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.