გიგი უგულავა: თუ ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ

თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყოველთვის კონსტრუქციული იყო და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რეალურ საკითხებზე დიალოგია საჭირო.

„ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, – განაცხადა უგულავამ.