ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

„უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა პოლიტიკურ მხარეებთან აქტიურად ითანამშრომლოს.

შარლ მიშელი და ჟოზებ ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მხარეს, კონსტრუქციულად შესრულდეს დიალოგი, რათა საქართველომ წარმატებით შეძლოს სვლა ევროპისკენ მიმავალ გზაზე,“ – წერია განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. მანამდე იგი, 2015  წელს, ევროკომიისიის გენერალური დირექტორი იყო სამეზობლო და გაფართოების საკითხებში.