მიხეილ ყაველაშვილი: დედის შემგინებელ ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, რა არის ამაში გასაკვირი?!

დედის შემგინებელ ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, ეს გაუკვირდათ ადამიანებს?! რა არის ამაში გასაკვირი!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორი კატასტროფული შეფასებები მოჰყვა გუშინ ბერა ივანიშვილის განცხადებებს. რა თქვა ასეთი! დედის შემგინებელ ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, ეს გაუკვირდათ ადამიანებს?! რა არის ამაში გასაკვირი! თქვენ ფიქრობთ, ადამიანისთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ უნდა დაასისხლიანო?! თქვენ გგონიათ, რომ მარტო ამას ნიშნავს პასუხის მოთხოვნა?!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.