პალიკო ჯიმშელაძე და ილია ზედგენიძე – ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის  

მედიაცენტრ „მთავარში“ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა მორიგი პრესკონფერენცია გამართეს.

ვეტერანმა მორაგბეებმა პალიკო ჯიმშელაძემ და ილია ზედგინიძემ ქართულ რაგბიში არსებულ არეულობაზე და მათ გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც იცით, გუშინ რაგბის კავშირის ყრილობა გაიმართა, სადაც ახალ პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. აბუსერიძის გუნდი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს. ჯიმშელაძე და ზედგინიძე აცხადებენ, რომ ბრძოლის გაჩერებას არ აპირებენ და ყველა არსებული იურიდიული და სხვა ხერხებით შეეცდებიან თავიანთი სიმართლის დამტკიცებას.

ცნობისთვის, გუშინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა. მას 42 ხმით დაუჭირეს მხარი.

აქვე გეტყვით რომ ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო.