გიგი უგულავა – გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით გამორიცხული არ არის, რომ მედიაზე შტურმი მზადდებოდეს. ამის შეასხებ  უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოცელიტა „იმედის“ ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“,- წერს უგულავა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებთ, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.