ეკატერინე ტიკარაძე – ვაქცინის მოწოდების ვადები არ გადახედილა, პირიქით, ვმუშაობთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს შემოტანა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით  ვაქცინის მოწოდების ვადები არ გადახედილა,  და სამინისტრო მუშაობს, რათა დაჩქარებული წესით მოხდეს მისი შემოტანა. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის UNICEF – ის მხრიდან მიღწეულ იქნა შეთანხმებას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43,200 დოზის დაჩქარებულ   მოწოდებაზე.  ვაქცინები გადანაწილდება  შესაბამისად იმ არსებული პროტოქტოლი, რომელის კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მიერ არის შემუშავებული.

შემდეგი „ფაიზერის“ ვაქცინაა, რომელთან დაკავშირებთაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მისი დაჩქარებული მოწოდებაც მოხდეს.

მოწოდების ვადები არ გადახედილა, პირიქით, ვმუშაობთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს ვაქცინების შემოტანა,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.