ეკატერინე ტიკარაძე: პირველი ეტაპისთვის, უშუალოდ ჩინური მხარესთვის შეკვეთილი  გვაქვს  „სინოფარმის“ 100 000 დოზა,  ხოლო კოვაქვს პლატფორმიდან შეგვეძლება ხელმისაწვდომობა დამატებით ვაქცინებზეც

როგორც ვიცით ჩინური ვაქცინა უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიიღებს აკრედიტაციას. მსგავსად  „ასტრაზენეკასა“  და „ფაიზერის“ შემთხვევისა, ახლაც წინასწარი მოლაპარაკებები   დაწყებული გვაქვს  როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები ინტენსიურად გაგრძელდეს.

„ჩინურ ვაქცინას ერთ-ერთი  მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან მიღებული აქვს ავტორიზაცია, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად ვავაგრძელოთ.

პირველი ეტაპისთვის უშუალოდ მწარმოებლთან შეკვეთილი  გვაქვს  მცირე დოზა – „სინოფარმის“ 100 000 დოზა,  ხოლო კოვაქვს პლატფორმიდან შეგვეძლება ხელმისაწვდომობა დამატებით ვაქცინებზეც,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.