საღამო ქუთაისში ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის მიზნით

ქუთაისის ქალთა კლუბი ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის მიზნით (ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით) დაგეგმილ საღამოზე, 24 ოქტომბერს 18 საათზე „ფოე–ფოეში“  ეპატიჟება იმერეთში მომუშავე ყველა ჟურნალსტს ფინჯან ჩაიზე.

საღამოზე მისული სტუმრები მოისმენენ ინფორმაციას იმ ფილმის შესახებ, რომელსაც უელსის უნივერსიტეტის სარეჟისორო სკოლის კურსდამთავრებულები სანტა აუტმაისტერი და ალბერტო რიაზორი იღებენ ქართველი ქალების შესახებ (ძირითადი რესპოდენტები შერჩეულია ქალთა კლუბიდან).

როგორც  ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი და კლუბის თავმჯდომარე  ია იაშვილი ამბობენ,

საღამოზე სტუმრად იქნება გადამღები ჯგუფი, რომლის წევრებიც 10 სექტემბრის შემდეგ ქუთაისში იმყოფებიან. მასპინძლები აცხადებენ, რომ  ჯგუფი ქუთაისს 25 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარის დატოვება