მიხეილ სარჯველაძე – ხელისუფლების ინტერესია, მოლაპარაკება შედგეს, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციასთან მიმართებით

განწყობილები ვართ საიმისოდ, რომ შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების ეს რაუნდი, არა უბრალოდ განწყობილნი, არამედ ვფიქრობ, საამისოდ მართალაც რეალურად მზად ვართ, ვიყოთ ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და კონსტრუქციულად განვეწყოთ – ამის შესახებ

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესია, მოლაპარაკება შედგეს.

„სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ოპოზიციასთან მიმართებით, ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება. შესაბამისად, თუნდაც ის მინიმალური მოთხოვნა, რომ იგივე მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული შინაარსის თაობაზე გარეთ არ გვესაუბრა, ამასთან მიმართებითაც არის გარკვეული მცდელობები, რომ ხელი შეეშალოს მოლაპარაკებას. თუმცაღა, ცდილობენ, ეს ყველაფერი გადააბრალონ ხელისუფლებას. ეს ასე არ არის. რეალურად, ნამდვილად მოწადინებულია და ეს ინტერესშია „ქართული ოცნების“, რომ მოლაპარაკება შედგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.