ვიოლა ფონ კრამონი: სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა – ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე და აქტორი

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ, ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

„ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა. თუ თქვენ მართლაც გსურთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა, შესაბამისად მოიქცეთ. ამაში იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს“, – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.