სალომე სამადაშვილი: ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწევთ ისეთი შეთანხმების დადება, საიდანაც ყველა მხარე ყველაფერს ვერ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწევთ ისეთი შეთანხმების დადება, საიდანაც ყველა მხარე ყველაფერს ვერ მიიღებს.

„ჩვენ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. ჩვენი მხრიდან არასოდეს ყოფილა სხვა განწყობა, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად მივიღოთ შეთანხმება, რომელიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. ვნახოთ, როგორი იქნება მედიატორების მიერ დადებული წინადადება სავარაუდო შეთანხმებისთვის. ცხადია, ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწევთ ისეთი შეთანხმების გაფორმება, საიდანაც ყველა მხარე ყველაფერს ვერ მიიღებს. ამიტომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომელიც ბრიუსელიდან გვესმოდა, მიჩენს განცდას, რომ მათ, ოპოზიციისგან განსხვავებით, არ სურთ პროცესის შეთანხმებით დასრულება. ცხადია, არსებობს პრინციპული საკითხები და ამ საკითხებზე შეთანხმების მონახაზი თუ არ შეიქმნა, შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ჩვენ ვაპირებთ მედიაციის პროცესში მონაწილეობას მანამ, სანამ ეს მედიაცია გაგრძელდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.