ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდთან შეხვედრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი პრინციპული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური დიალოგი, დაინტერესებულ მხარეებს შორის, პრინციპულად მნიშვნელოვანია . ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.