ნიკა მელიას მხარდამჭერები სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით Freedom for fox – თავისუფლება მელიას უკეთიათ.

ნიკა მელია მხარდამჭერებს საპატიმროს ფანჯრიდან მიესალმა.