ირაკლი კობახიძე – დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული

დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის წინ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით იმართება. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ყველა პარტია ესწრება.

„დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იქნება თუ არაბ დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი, კობახიძემ აღნიშნა, რომ არ იქნება გადამწყვეტი.