ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი „ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.