ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება

„ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ, რომ „ასტრაზენეკას“მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია დღეს განუვითარდა.