კრისტიან დანიელესონი – მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს

მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, ახლა, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული.

„მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გაიმართა საერთო შეხვედრაც, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დანიელსონმა ვიზიტი გაახანგრძლივა და მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის მედიაცია განაგრძო