ანდრიუს კუბილიუსი: „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და ვუცხადებთ, რომ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის

„ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და ვუცხადებთ მათ, რომ ამ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, რომ რეალურად გაიგონ თავიანთი პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდნენ კრიზისიდან. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გავხდებოდით, ჩვენ გავდიოდით ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისებს, როცა პოლიტიკური პარტიები ვერ ხედავდნენ შეთანხმების გზას, მაგრამ მას შემდეგ გვაქვს ნათელი გაგება იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისები, რეალურად აზიანებს ჩვენს პერსპეტივას. ამის შემდეგ, ეს ეხებოდა პოზიციასა თუ ოპოზიციას ორივე მხარეს უნარი ჰქონდა საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებულიყვნენ“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.