გიგა ბოკერია: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, მივაღწიოთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და შემდეგ, დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, „ევროპული საქართველო” ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება.

„ყველა აქციაზე, იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის,რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმა, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ ყველა ამ მშვიდობიან აქციაში მიიღოს მონაწილეობა”, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.