გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თანამშრომელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

ახალციხეში, კლინიკა „იმედის” ტერიტორიაზე ხმაური იყო. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თანამშრომელს დაუპირისპირდა.

დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.