27 წლის ექთნის მამა – „იმედის” კლინიკაში ან ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მამის ვეფხია ბაქრაძის თქმით ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თნამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დატოვებდნენ.

„იმედის” კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.100-120%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. ვფიქრობ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც არაფერი, არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო”,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, 19 მარტს თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.