„ბორჯღალოსნებმა” რუსეთის მორაგბეთა ნაკრები 6:23 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდა და რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში დიდი ანგარიშით 23:6 დაამარცხა.

“ბორჯღალოსნებმა” შეხვედრა კარგად დაიწყეს და ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში, მე-3 წუთზე მიშო გაჩეჩილაძემ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელო დადო, თუმცა არბიტრმა ვიდეო რეფერის გამოყენებით ლელო გააუქმა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა. საბოლოოდ, თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ქართველებმა ანგარიშში სხვაობა ჯარიმის გატანის შემდეგ შეცვალეს.

იმავე თედო აბჟანდაძემ მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 6:0 გახადა.

მატჩში პირველი ლელო 29-ე წუთზე გავიდა,  აკა ტაბუცაძემ ქართველებს 5 ქულა მოუტანა.

რუსებმა აქტივში პირველი ქულა მატჩის 38-ე წუთზე ჩაიწერეს, როდესაც გაისინმა ჯარიმა სწორად გარდასახა.

მატჩის მე-40 წუთზე თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და რუსებს  რიგით მე-2 ლელო დაუდო.

საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით 16:3 დასრულდა.

რაც შეეხება მე-2 ტაიმს, მატჩის 48-ე წუთზე გაისინმა რუსეთის შემადგენლობაში მე-2 ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა მე-3 ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6:23 გახადა.

საბოლოოდ, ქართველებმა რუსეთის ნაკრები 6:23 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 23-1 გახადა.