ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრული პროცესების შესასწავლად, ხვალ საქართველოში ავსტრიელ და გერმანელ სპეციალისტებს ელოდებიან

ვაშლიჯვრის ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს.  უსაფრთხოების მიზნით, უკვე მეხუთე დღეა, გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

გეგმა  მას შემდეგ გაიწერება, როცა პროცესში ავსტრიელი და გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ექსპერტებს საქართველოში ხვალ ელოდებიან. ისინი, პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის  მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით,  ვაშლიჯვრის და მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.