ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესწავლაში უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები ჩაერთვნენ

თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.