თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რა კავშირია ფილერების გამოყენებასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რა კავშირია ფილერების გამოყენებასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის და  ქმნის თუ არა საფრთხეს ფილერის გამოყენება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ფაიზერის“ ვაქცინით იცრება და რაში გამოიხატება გართულება.

„ფაიზერის“ შემთხვევაში, არსებობს დადასტურებული მაგალითები, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერებს იყენებენ, შესაძლოა, იყოს გვერდითი მოვლენები, გართულებები. აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ვითარდება მაშინ, როდესაც ფილერი ვაქცინაციამდე მოკლე დროში, ერთი კვირის წინ, ერთი თვის, ორი თვის წინაა შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეს არაა სისტემური რეაქცია. ეს არაა ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. როგორც წესი, ეს რეაქციები ლოკალურია და ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი. ძირითადად, ეს ვლინდება შეშუპებითა და ანთებითი მოვლენებით. ის ან თავისით გაივლის ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის ძალიან მოკლე კურსის შემდეგ, ეს გართულება უკვალოდ გაივლის. ამიტომ, ფილერების გამოყენება არანაირად არაა ჩვენება „ფაიზერის“ ვაქცინით აცრისთვის“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.