გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ   წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

“დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს,”-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და, პროტესტის ნიშნად, უკვე მე-11 დღეა, რაც შიმშილობს.