მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა და შიგნით არ შეუშვა

ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

“მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში,” – აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.