პოლიტიკური დატვირთვა ეკლესიას აქვს, გავლენიანი ინსტიტუტია – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩაუაშვილი) “რუსთავი 2”-ის  ეთერში განმარტავს, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რთულია პოლიტიკური გავლენისგან თავი დააღწიო.

“ეკლესიაში სასულიერო პირები არიან ინდივიდები, ადამიანები, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებას, თავის აზრს გამოთქვამენ და ძალიან ხშირად ეს აზრი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთმა სასულიერო პირმა ერთნაირად თქვას, მეორემ მეორენაირად, მაგრამ ეკლესიის სისავსე რასაც ჰქვია, როდესაც ჩვენ ვიკრიბებით ერთად, როდესაც წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებებს, გამოაქვეყნებს ამ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს პოლიტიკური შეფასებები.

ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ახლა ასე სტერილურად, რომ არ ვიყო პოლიტიკური, ჩემი დღევანდელი გამოსვლაც პოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ არ მინდა მე ეს რომ ასე იყოს, უბრალოდ, რა გავაკეთოთ, შეუძლებელია ასე გამიჯვნა. ამიტომ, ალბათ არსებობს, პოლიტიკური დატვირთვა ეკლესიას აქვს, გავლენიანი ინსტიტუტია და გასაგებია ხომ?!” – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.