შალვა ნათელაშვილი – ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, თუ ნიკა მელია ციხეში იქნება

ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა დიწყოს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება.

ნათელაშვილის თქმით, „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ სჭირდება“ და ოპოზიციური ლიდერი, ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ნიკა მელი არ გათავისუფლდება, ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, არავითარ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ.

„სამყაროში არაფერი იკეტება, მაგრამ მოლაპარაკების მთავარი თემა ახალი არჩევნები უნდა იყოს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ უნდა, ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას გარეშე ოპოზიციურ მაგიდასთან რა განვიხილო, როცა ის ციხეშია, მას რა უნდა ან მე ვიცი, ან დანიელსონმა იცის, ან ბიძინამ? შეიძლება, კაცს თავში აზრად მოუვიდა და ამბობს, აღარ მინდა ახალი არჩევნებიო, ვიცი ეგ აზრი მე? შეიძლება, არ იჯდეს მომლაპარაკებელი მხარე მომლაპარაკებელთან და მიდიოდეს მოლაპარაკება? ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს, ამიტომ, ჩვენ ამ ანეკდოტური ვითარებიდან უნდა გამოვიდეთ, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა. თუ არ გათავისუფლდება, არავითარ დოკუმენტზე ხელი არ იქნება მოწერილი, ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ, თუ ის ციხეში იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.