გია ვოლსკი – ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს გახარიას – მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტებია, როცა პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს

ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემს თვალში გიორგი გახარიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ  უამრავ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი , რომელიც უკავშირდება  თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად.

“საერთოდ ანგარიშგასაწევია ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში, საზოგადოებაში ხდება ზოგადად და არა მარტო პოლიტიკურ ველზე. რასაკვირველია, მან უნდა გასცეს პასუხი უამრავ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება  თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

რასაკვირველია, პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემებს, რაც უკავშირდება მის გასვლას გუნდიდან, შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და იტყვის რამდენად ანგარიშგასაწევია. ჩემი აზრით და მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა.

არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც დაანონსა ეს მელიამ. აქედან გამომდინარე ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.