ტყვედ ჩავარდნილი სააკაშვილი ასჯერ ადექვატურ განცხადებას აკეთებს, ვიდრე ხელისუფლებაში მოკალათებული ხალხი – ლევან ხაბეიშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა საჭირო.

,,ცხადია, ბრძოლა გაგრძელდება, მიხეილ სააკაშილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომელიც უკავშირდებობდა ეროვნულ შერიგებას, მე ვწუხვარ, რომ ადექვატური რეაქცია არ აქვს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. ეს არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და სანამ პოლიტიკური მძევლები და ტყვეები ეყოლებათ, მანამდე პოლიტიკური კრიზისი იქნება, ბუნებირივია. როცა გყავს პოლიტიკუირ ტყვე, იქნება პოლიტიკური კრიზისი. ტყვედ ჩავარდნილი სააკაშვილის ასჯერ ადექვატურ განცხადებას აკეთებს, ვიდრე ხელისუფლებაში მოკალათებული ხალხი, მაგრამ ამას აკეტებენ იმიტომ, რომ მიტაცებული აქვთ ეს ხელისუფლება,” – თქვა ხაბეიშვილმა