გამოიყენეთ ვიაგრა და ალცჰაიმერის დაავადებას აიცილებთ – გიორგი ფხაკაძე

გამოიყენეთ ვიაგრა და ალცჰაიმერის დაავადებას აიცილებთ – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა არის 7 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემების შედეგი.

,, უმაგრესი ამბავი. ასაკი არ ნიშნავს რომ არ უნდა იყო აქტიური . გამოიყენეთ ვიაგრა და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ (69%). ამას ჰქვია “ორი ერთში”. ისე, მართლა ძალიან მაგარი ამბავია, ხუმრობის გარეშე. აღნიშნული კვლევა არის 7 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემების შედეგი. ისე, რომ იცოდეთ, ფაიზერმა გამოიგონა ეს წამალი 1990-იან წლებში სრულიად შემთხვევით, გულსისხლძაღვრთა სისტემის წამალზე მუშაობდნენ და ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა 1998 წელს ის, როგორც ვიაგრა. ჯანმრთელობას გისურვებთ. (ოღონდ არ გადააჭარბოთ ვიაგრის მიღება) Pfizer მაინც სულ სხვაა, აცრაც და ვიაგრაც.” – წერს ფხაკაძე .