ნიკა მელია – მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ წერს.

„მორალურად გავძლიერდი – ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები“, – წერს მელია.

დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიების ახალი დოკუმენტი წარუდგინა.

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში, განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიმუშავებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.