ალეკო ელისაშვილი – ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა, შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში იმ ხალხს, ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა

ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა, შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ შევედით, ლამის, ჯვარს გვაცვეს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ეს ქვეყანა გვიყვარს, ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, პარლამენტის დარბაზიდან ყველა მოისმენს მათ პასუხებს, ვინც თვეების განმავლობაში „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

„ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა, შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით, ლამის ჯვარს გვაცვეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს, რადგან ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ, რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც. იმიტომ, რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ, ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა, ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა, იმ ხალხს, რა თქმა უნდა, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ“, – დაწერა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.