მსოფლიო შოკშია! ტერორისტები კი სადღაც კიდევ აფეთქებებს გეგმავენ…

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თანახმად, დღეს უკვე ტერორიზმს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ 21-ე საუკუნის სენი, რომელმაც არ იცის საზღვრები, არ არჩევს ეროვნებას, ასაკს და სქესს.

რა არის ტერორიზმი? ტერორიზმი არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

მსოფლიო ისტორიას ჯერ არ ახსოვს ეპოქა, რომელშიც ძალადობის გამოვლენის ამ ფორმას არ ჰქონია ადგილი. ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ I–ის მოკვლა. ტერორისტული ჯგუფის, ნაროდნიკების მიერ 1881 წელს მოკლული იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი. ტეორირისტული მოქმედების გეოგრაფია განსაკუთრებით მე–20 საუკუნეში გაიზარდა, კერძოდ კი მის მეორე ნახევარში. ტერორისტული აქტის მსხვერპლი 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ.

დღეისათვის ტეორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში. აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა თუ ამანათებში ფეთქებადი საშუალებების მოთავსებით. არც თუ ისე შორეულ წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1972 წელს მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტთა დაუნდობელმა მოქმედებამ. 1981 წელს თურქმა ტერორისტმა მუჰამედ ალი–ადქმა თავდასხმა მოაწყო რომის პაპ იოანე–პავლე II-ზე. არაბი ტეორორისტების მოქმედების შედეგად 1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში ამერიკული თვითმფრინავი აფეთქდა, რომელმაც 270 კაცის სიცოცხლე იმსვერპლა. სამწუხაროდ, თვითმფრინავების ჩამოგდება ტერორისტების მიერ ძალიან გახშირდა ჩვენს დროში და ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს…

ტერორიზმი ძალას იკრებს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენენ ნაროდნიკები – რუსეთში, რადიკალი ნაციონალისტები – ირლანდიაში, მაკედონიაში, სერბეთში, ანარქისტები – საფრანგეთში და ანალოგიური მოძრაობები – იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში. მე-20 საუკუნეში ტერორიზმის მოტივების სპექტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ, მაგალითად, ბოლშევიკები და ესერები ტერორს განიხილავდნენ, როგორც მსხვერპლშეწირვას საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, „წითელი ბრიგადებისთვს“ იგი თვითდამკვიდრების საშუალებას  წარმოადგენდა.

თანამედროვე ტერორიზმის მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა და საზოგადოების ინტერესებისთვის მსხვერპლშეწირვაზე საუბარი აქ არ შეიძლება იყოს. 20-ე საუკუნეში მოხდა ტერორიზმის სახელმწიფო დონეზე აყვანა, რაც მანამდე არ შეიმჩნეოდა.

დღეს კი მსოფლიო უკვე ატომური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგა.

მსოფლიო შოკშია. ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ, ტერორისტები კი სადღაც კიდევ აფეთქებებს გეგმავენ…

2-10 bbmxcdwbbHE ED98F078-C97A-4B9B-9D40-E6287F1B6531_w987_r1_s xurcha_1924

 

კომენტარის დატოვება