კახა კალაძე – არჩევნები არ გაყალბებულა, ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც შედგა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან

არჩევნები არ გაყალბებულა, ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც შედგა და ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შედიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.

კალაძის თქმით, არჩევნების შესაძლო გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება და ეს შეთავაზება დღესაც არის, რომ მოხდეს საპარლამენტო კომისიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა უბანი გადათვლილიყო, გახსნილიყო, ენახა ადამიანებს მართლა გაყალბდა თუ არა. თუმცა, ეს არ მოისურვეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არაფერი გაყალბებულა”,-განაცხადა კალაძემ.