ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე – ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა

“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“, – ასე ეხმაურება პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.

ცნობისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი“.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.