გიორგი ვაშაძე – თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ და არ გავრცელდება, ყველა სხვა საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება გვექნება

თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. დაზარალებულის თანხმობა არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები გაიმართება „ქართულ ოცნებასთანაც“.

„ქართულ ოცნებასთან“ ინფორმაციის გაცვლა გვექნება. რაც შეეხება ორი კანონპროექტის ინიცირებას, არ მინდა რომ ასე მოხდეს. მე პირადად მინდა, იყოს ერთი კანონპროექტი, რადგან შეთანხმების დოკუმენტმა ყველას დაგვაკისრა პასუხისმგებლობა შეთანხმების გზით ვიაროთ. თუ ვინმეს დასჭირდება განმარტება, არის პროტოკოლები შეხვედრების, რომელშიც დეტალურად არის განმარტება, თუ რაზე შევთანხმდით. ამ განმარტებით ბარათებზე კიდევ საელჩოებში მისვლა აღარ დაგვჭირდება და კაცურად, ადამიანურად, პატიოსნად მივუდგებით ამ საკითხის იმპლემენტაციას. რაც შეეხება დაზარალებულთა თანხმობას, თუ დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო, ეს იქნება ორმხრივი ნაწილი, ცალმხრივი ვერ იქნება. ერთ მხარეს სჭირდება თანხმობა და მეორეს არ სჭირდება, ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.