სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცა.