ზუგდიდში ელექტროგადამცემ ბოძზე ასული მამაკაცი უვნებელი ჩამოიყვანეს

ზუგდიდში მამაკაცი, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა უვნებელი ჩამოიყვანეს.

თვითმხილველების ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

მამაკაცი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მას შეყვარებულმა ცოლობაზე უარი უთხრა