ზუგდიდში მამაკაცი ელექტროგადამცემ ბოძზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ელექტროგადამცემ ბოძზე ახალგაზრდა მამაკაცი ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ინციდენტის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

ფოტო – რადიო “ათინათი”