გიორგი რურუა – უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა “ლაგერებიდან“ 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს – ნიკა მელია, გელოდებით

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას ეხმაურება და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს მადლობას უხდის.

„უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსენდება, როდესაც საბჭოთა კავშირის “ლაგერებიდან“ 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს შეთანხმების შემდეგ. დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ბატონ კარლ ჰარცელს. ასეთი სახის უპრეცედენტო დახმარება არ მახსენდება. ნიკა მელია, გელოდებით“, – წერს რურუა.