საუდის არაბეთის პრინცი სამეფოს 150-ზე მეტ მცხოვრებს ვალებს დაუფარავს

საუდის არაბეთის პრინცი სამეფოს 150-ზე მეტ მცხოვრებს სესხს დაუფარავს. ინფორმაციას saudigazette.com.sa – ავრცელებს.

მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა  3,5 მილიონი დოლარი  იმ პირთა სესხების დასაფარად გამოყო, რომლებიც ვალის გამო, ციხეში აღმოჩნდნენ.

ამასთანავე პრინცმა 23 საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 23 მილიონი დოლარი გამოყო, ჯამში კი 26 მილიონი დოლარი.

რამადანის პერიოდში, მთელ მსოფლიოში მუსლიმები ქველმოქმედებას დიდ დროსა და ძალისხმევას იჩენენ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენაა  დიდი შეწირულობების გაკეთება, რომელსაც ზაქატი ეწოდება.