ალეკო ელისაშვილი – გიგი უგულავა არის არარაობა, არ მაინტერესებს მისი არც სასამართლო პროცესი და არც არაფერი

საერთოდ არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გიგი უგულავას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, უგულავას სასამართლო პროცესი არ აიტერესებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. გიგი უგულავას არაფერი არ მაინტერესებს. არის აბსოლუტურად დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და მისი არც სასამართლო პროცესი მაინტერესებს და არც არაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.