ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები იხსნება

ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები იხსნება. დღეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნები თბილისის 18 და რეგიონებში 32 ოლქში ტარდება.

დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც ტარდება.

საკრებულოს შუალედური არჩევნებია ლაგოდეხსა და სენაკშიც.

გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობს ცესკო და პირველ განცხადებას 08:30-ზე გააკეთებს.

საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად ცესკოს დღეიდან 19 დღის ვადა აქვს.

კომენტარის დატოვება