პირველი საჩივარი თბილისის 22-ე საარჩევნო უბანზე

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, პირველი დარღღვევა დაფიქსირდა თბილისის 22-ე საარჩევნო უბანში. დამკვირვებლების თქმით თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები 06:30-ზე შევიდნენ. საარჩევნო კანონმდებლობით კი უბანზე კომისიის წევრები 07:00 საათზე უნდა შევიდნენ.

დამკვირვებლები უბანზე მხოლოდ 7 საათზე შეუშვეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

კომისიის წევრები ამ ფაქტს უარყოფენ. დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ საჩივარი დაწერილია და წუთი-წუთზე შევა ოლქში.  

 

კომენტარის დატოვება