სტურუების ოჯახის მორიგი დაპირისპირების საგანი სასიყვარულო რომანია?

ნონას რძლის საყვარელი აკითხავს “ნათესაური სასიყვარულო რომანი გასცდა სამტრედიას და სტურუების ოჯახის მორიგი დაპირისპირების საგანი გახდა, რძალ-მული ერთმანეთს შესაძლო მკვლელობის ვერსიის არასებობის გამო დღეს ფიზიუკრად დაუპირისპირდნენ, ჯაში ჯოჯუას წარსულს ახსენებს და შვილის ცხედრის გაყიდვაში სდებს ბრალს. ჯოჯუა კი ჯაშს სისხლიან წარსულს ახსენებს, რის გამოც გარდაცვლილის ბიცოლამ სასჯელი უკვე მოიხადა.

ოჯახებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გარდაცვლილი დემურ სტურუას დედამ, ნინო ჯოჯუამ პირველი კომენტარი ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერით გაავრცელა, შვილმკვდარი დედის ინფორმაციით მას უკვე აღარ სჯერა, რომ დაკავებული პოლიციელი მისი შვილის მკვლელია და სხვა გარემოებებზე საუბრობს, თუმცა განსხვავებულ ვერსიებს აფიქსირებს სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში. მისივე ინფორმაციით ის არ მოისვენებს სანამ გოდერძი თევზაძე კანონით არ დაისჯება.

რატომ გაიყო ოჯახში აზრი მაშინ როდესაც ორივე მხარე ერთხმად ამბობდა, რომ ბიჭის გარდაცვალებაში დაკავებული პოლიციელია დამნაშავე? ჩვენს მიერ დასმულ კითხვას – აპირებენ თუ არა სარჩელის უკან გამოტანას და რა მოტივით ისჯება დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე, არც ერთი მხარე არ პასუხობს, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა 4 საათზე მეტხანს იკითხებოდა.

რა ხდება სტურუების ოჯახში და რეალურად არის თუ არა საქმეში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე დამნაშავე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ დემურიკო ჩემს თვალწინ გაიზარდა, მისმა ოჯახმა მას ბავშვობა წაართვა. არაერთხელ მომხდარა მაგათ სახლში ჩხუბი და დაპირისპირება. მითხარით, რა უნდა შენს სახლში უცხო მამაკაცს ღამის საათებში? მაგათ ოჯახში სკანდალები, ჩხუბი და უცენზურო სიტყვები უცხო არ იყო. არაერთხელ გადაურჩენია სიკვდილს ნონა დაკავებულ პოლიციელს გოდერძის, თუმცა რატომ უჩივლეს მას ეს არ ვიცი, ერთადერთი ის ვიცი, რომ დაკავებული პოლიციელი იყო მაგ ოჯახის მფარველი, მაშინაც კი, როცა ავიწროვებდნენ მისი მეგობარი მამაკაცები…

მიუხტნენ ერთმენთს და კინაღამ თმებით ითრიეს ერთმენეთი, ვინ რას ან სად უძახდა ვერ გაიგებდი, ეს სირცხვილია, მიცვალებულს მიწაში არ აყენებენ, ყველამ კარგად იცის დაფნარში მაგათ ოჯახს რა სახელიც აქვს. რძალ-მული ერთმანეთში ვერ გარკვეულა,წასრული არ ასვენებთ…” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  არ ისურვა.

კომენტარის დატოვება