„ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი”- პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ლევან სამუშიასა და ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში, ამნისტიის კანონპროექტების განხილვისას, ლევან სამუშიასა და ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა .

სამუშიამ ღუდუშაურს ამნისტიის კანონპროექტი დაუწუნა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ. ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი, – ასე მიმართა ალუდა ღუდუშაურმა ლევან სამუშიას.

ღუდუშაურის განცხადებას დარბაზიდან ლევან სამუშიამ უპასუხა.

„მე ვარ იქ, სადაც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა აქ ვიყო. თქვენ თუ კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე გადმოგიყვანეს, შეგცვალეს და უფრო მკაცრის დაჭერას აპირებთ არ ვიცი. ასეთი საუბარი ჩემთან არ გასვლია არავის. ვკეკლუცობ კია რა წესიერად მესაუბრეთ. ჩემთან ეს საუბარი არ გაგივათ. სისხლიან ღამე მოაწყვეთ, გამოდიხართ და საკუთარი თავის ამნისტირებას ცდილობთ. ჩემს კვალიფიკაციას რომ ეხები, ამ შემთხვევაში არგუმენტი არ გაქვს მეტი“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.